პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 14:44

პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან  საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ის სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეგისტრაციის გატარება და შეხვედრაზე დასწრება.

უნივერსიტეტის წინ შეკრებილები  ცხრაწლიან მმართვლობას აპროტესტებენ. პრეზიდენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა უნივერსიტეტის მეორე შესასვლელთან გადაინაცვლა, საიდანაც პრეზიდენტი შევიდა და შეხვედრაზე დასწრება მოითხოვა.

როგორც უნივერსიტეტის წამომადგენლები აცხადებენ რეგისტრაცია,  ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სტუდენტების განცხადებით, მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო.

რაც შეეხება შეხვედრას, ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მედიის წარმომადგენლები მას არ ესწრებიან. უნივერსიტეტთან ასევე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აკვირდება მიმდინარე მოვლენებს რაიმე ინციდენტის თავიდან ასარიდებლად. სტუდენტები ელოდებიან შეხვედრის დასრულებას,  რათა წასვლისას მაინც დაუსვან შეკითხვები პრეზიდენტს, რაც მათ შეხვედრის ფარგლებში ვერ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45