თურქეთში, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ორმხრივი შეხვედრები გამართა

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 14:19

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქ.სტამბულში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმში.

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti). შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა არ გამორიცხეს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას უახლოეს წლებში საქართველომ უმასპინძლოს. ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უფრო აქტიურად იმუშაოს საქართველოში, განსაკუთრებით, რეალურ სექტორში. მისი მხრიდან გამოითქვა სურვილი ივნისში პირადად ეწვიოს საქართველოს და გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, რათა EBRD-ის მომავალი საქმიანობა მაქსიმალურად იყოს მორგებული ქვეყნის მთავრობის სტრატეგიას.

ვიზიტის მიმდინარეობისას, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ასევე შეხვდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წარმომადგენლებს. ფინანსთა მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარმო. OFID-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი საქართველოს მთავრობასთან დაიწყონ თანამშრომლობა სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული პროექტების განსხორციელებლად. ასევე, დაიგეგმა ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის ფარგლებშიც, ფონდი გასცემს სესხებს კერძო სექტორის დასაფინანსებლად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46