თეა წულუკიანს პრეზიდენტობის სასურველი კანდიდატი ჰყავს

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 13:35

იუსტიციის მინისტრს ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატები უკვე ჰყავს, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სავარაუდო სიაში კიდევ ორი პირი მოხვდა, არსებულ სიას ფიზიკოსი გია დვალი და პოეტი დავით მაღრაძე დაემატა, თუმცა ამ კანდიდატურების განხილვა კოალიციის არცერთ წევრს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

"პრეზიდენტობის რამდენიმე სასურველი კანდიდატი მყავს და დაველოდები, "ქართული ოცნება" რომელს აირჩევს. არ ვიცი პრემიერ-მინისტრი თვითონ რომელ კანდიდატზე შეაცერებს არჩევანს, თუმცა ვინც არ უნდა იყოს იმ რჩეულ ადამიანთაგან, რომელთა გვარებიც დასახელდა, მთავარია, რომ "ქართული ოცნებას" ერთიანი კანდიდატი ეყოლება და ის აუცილებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44