დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვის ფაქტზე პირი დააკავეს

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 12:46

თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ალექსანდრე შ. ნარკოდანაშაულისთვის ცოტნე დადიანის ქუჩაზე, საქართველოს ფოსტის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3,864 გრ „ბუპრენორფინი“ და 0,1166 გრ „კოკაინი“ ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალექსანდრე შ-ს საფრანგეთიდან ამანათით ფეხსაცმელი გამოუგზავნეს, რომელშიც ნარკოტიკები იყო დამალული.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45