თბილისის აეროპორტში ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი დააკავეს

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 12:41

თბილისის აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თბილისი-სტამბულის მიმართულებით კვეთის დროს, სამართალდამცველებმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მოქალაქეობის არმქონე, ეროვნებით ლატვიელი, 1963 წელს დაბადებული იგორ გოიჩევი დააკავა.

გოიჩევი საერთაშორისო ძებნილად 2013 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა, რა დროსაც ის საქართველოში იმყოფებოდა და მიღებული ჰქონდა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება.

მას ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე, 242-ე, 244-ე, 25-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ფულის გაყალბებას, ქურდობას და ძარცვას. აღნიშნული დანაშაულები ითვალისწინებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას.

ამჟამად გოიჩევი მოთავსებულია შსს–ს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინა საექსტრადიციო პროცედურები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45