ცნობილ რეჟისორს მრავალშვილიანობისთვის 26.5 მილიონი დოლარით დააჯარიმებენ

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 23:08

ჩინეთის ხელისუფლებამ ცნობილი რეჟისორი ჩჟან იმოუ შობადობის პოლიტიკის შეზღუდვის დარღვევაში დაადანაშაულა. ჩჟან იმოუს მიმართ მრავალშვილიანობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც ჩინური მედია  აცხადებს, რეჟისორს ორი ქორწინებისგან და ორი კანონგარეშე კავშირისგან 7 შვილი ჰყავს, რისთვისაც მას 26.5 მილიონი დოლარით  დაჯარიმება ემუქრება. ეს კი მისი ორი წლის შემოსავალს აღემატება.

ჩინეთში 1979 წლიდან ამოქმედდა დროებითი შეზღუდვა "ერთი შვილის პოლიტიკა", რომელიც დღემდე არ არის გაუქმებული. ორი შვილის ყოლა მხოლოდ სოფლებშია ნებადართული, ისიც იმ შემთხვევაშიმ თუ მშობლებს პირველი შვილი გოგონა ჰყავთ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44