სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ვანო მერაბიშვილს პასუხობს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 22:17

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ ბრალდებებს პასუხობს.

"მინდა განმარტება გავაკეთო საზოგადოებისთვის და არა ვუპასუხო ივანე მერაბიშვილს, ქ. თბილისის ვიცე-მერს, რომელიც არის სრულიად არაკომპეტენტური ამ საკითხში. ბატონმა მერაბიშვილმა არ იცის, რამდენი იყო სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიუჯეტი. მან არ იცის, რა იყო პროგრამის დაფინანსების წყარო და ჰგონია, რომ პროგრამის დაფინანსების წყარო იყო საბიუჯეტო სახსრები. რეალურად, პროგრამა ფინანსდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან. მან არ იცის, რა პრინციპით მოხდა მაღაზიების შერჩევა. მაღაზიების შერჩევის პროცესი იყო ღია და ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება სოფლის მეურნეობის ინვენტარით და საქონლით მოვაჭრე ყველა მაღაზიას ჰქონდა. შედეგად 800-ზე მეტი მაღაზია იქნა დარეგისტრირებული.

რეალობა არის ის, რომ პროგრამა არის წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხარვეზები და ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც ამ ხარვეზებზე ვსაუბრობდით.

მერაბიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ბანერების წინ ხმამაღალი განცხადებები არ გაგვიკეთებია. ჩვენ ვაკეთებდით საქმეს. ძირითდი ხარვეზები რაც იყო ამ პროგრამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ დაგვხვდა კატასტროფული ვითარება მიწის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით. მიწათმესაკუთრეთა დაახლოებით 80%ს არ ქონდა აღრიცხული თავისი ნაკვეთები. ამის მიუხედავად, 700 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დახმარება. ეს პროგრამა იყო უპრეცედენტო თავისი მასშტაბით და თავისი დახმარების მოცულობით.

ჩემი აზრით, სირცხვილია, როდესაც 30-ლარიანი ვაუჩერის პრემიერი აკრიტიკებს ამ პროგრამას, რომლის რეალური შედეგი სახეზეა. მას შეუძლია წავიდეს რაიონებში და თავად ნახოს, რა რაოდენობის მიწაა დამუშავებული. დამუშავებულია იმ რაოდენობის მიწა, რომელიც მისი პრემიერობის დროს არასოდეს დამუშავებულა, შეუძლია წავიდეს და ნახოს რამდენად კმაყოფილია ხალხი. ხარვეზებზე ჩვენ თვითონვე ვსაუბრობდით პროგრამის დაწყებისთანავე. ჩვენ რამოდენიმე ბრიფინგის საშუალებით მივაწოდეთ ინფორმაცია მოსახლეობას. როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი არის კმაყოფილი და რამოდენიმე უკმაყოფილო, ამაზე არ უნდა ააგო საკუთარი პოლიტიკური კამპანია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით პროგრამაში მონაწილე 800-ზე მეტ მაღაზიაში 1200 მონიტორინგი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ 30-ზე მეტი მაღაზია არის დაჯარიმებული, მათი ნაწილი პროგრამიდან მოხსნილია. გარდა ამისა, ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებულია 10 მეწარმე. სხვათა შორის ამ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები, თითქოს და ესენი იყვნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები, მაშინ როდესაც რეალურად დაკავებულები არიან სწორედ მაღაზიის წარმომადგენლები, რომლებმაც დაარღვიეს წესები და განახორციელეს უსაქონლო ოპერაცია".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44