მიხეილ სააკაშვილი ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახს უსამძიმრებს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 18:41

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტის სამძიმრის წერილი პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უბადლო მსახიობისა და საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო.

ქართველმა მაყურებელმა ბატონი ოთარის მიერ ეკრანსა თუ სცენაზე გაცოცხლებული არაერთი პერსონაჟი სამუდამოდ შეიყვარა. მისი შემოქმედებითი ღვაწლი მრავალი პრემიით არის აღნიშნული, მათ შორისაა რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიები, ასევე ტოკიოს VI-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონი ოთარის ოჯახსა და ახლობლებს და ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას", - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54