ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით ნარმანიამ და მურღულიამ რეგიონებში გამართულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 15:36

ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე შოთა მურღულია საქართველოს რეგიონებს ესტუმრნენ, სადაც დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.

დღეს მინისტრი დავით ნარმანია გორს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალთან დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

დღესვე მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ფოთში გმირთა მემორიალთან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. შემდეგ კი შოთა მურღულია ზუგდიდს ესტუმრა და სოფელ აბასთუმანში ომში დაღუპული გმირის მემორიალთან დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45