გიგი უგულავამ სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებად დავით ბაქრაძე და ირაკლი ალასანია დაასახელა

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 18:26

დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წინასწარ ვერაფერს ვერ იტყვის საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, რადგან, მისივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატს მაისის თვეში პრაიმერით გამოავლენს.

თუმცა, როგორც მერმა აღნიშნა, რომ მისთვის სასურველი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან იქნებოდა დავით ბაქრაძე, ხოლო "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ალასანია.

ქალაქის მერმა ასევე გამოთქვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელოს.

აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ "ჯანსულ კახიძის სახელობის ბაღში" გააკეთა, სადაც თბილისის მერია მიღებას მართავს "ევროპის დღესთან" დაკავშირებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53