დავით უსუფაშვილმა ვეტერანებს ბოდიში მოუხადა

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 18:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში ომის ვეტერანების მიღება გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ვეტერანებს სიტყვით მიმართა და მათ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიულოცა. ასევე, დავით უსუფაშვილმა ვეტერანებს ზოგიერთი პოლიტიკოსის გამონათქვამის გამო ბოდიში მოუხადა.

პარლამენტში იმყოფებიან საკანონმდებლო და აღმასარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

"გვინდა, რომ დიდიხანს იყოთ ჩვენთან, გვინდა, რომ მხოლოდ 9 მაისი არ იყოს თქვენი დღე. თქვენი დამსახურება და ღვაწლი ნიშნავს იმას, რომ ყოველ დღე უნდა გრძობდეთ თქვენ სათანადო პატივისცემას, დაფასებას საზოგადოების მხრიდან. მე გიხდით ბოდიშს ზოგიერთი პოლიტიკოსის გამონათქვამების გამო, რომლებიც რაღაცეებს ეჭვქვეშ აყენებენ და კითხვებს სვამენ, რისთვის იბრძოდით და ვის სამსახურში იყავით. ბოდიშს გიხდით ამისათვის, რომ თქვენ გიწევთ ასეთი კითხვების მოსმენა. მე მივმართავ ყველას, ვინც ამ თემებზე მსჯელობს, ცოტა უკეთ და ღრმად ჩაიხედოს ისტორიაშიც და კარგად გააანალიზოს მოვლენები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55