რუსეთი ომის გაღვივებას არ დაუშვებს - ვლადიმერ პუტინი

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 17:13

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს  მშვიდობის  შესანარჩუნებლად და არ  დაუშვებს  ომის გაღვივებას,  - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე, ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მსვლელობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 "ჩვენ გვახსოვს, რას ნიშნავს ომის ტრაგედია, და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავინ არასოდეს აღარ გაბედოს ის კვლავ წამოიწყოს, რომ ასეთი რამ აღარ დაემუქროს ჩვენს შვილებს, ჩვენს სახლებს და ჩვენს დედამიწას. გავაკეთებთ ყველაფერს,  რათა მსოფლიოში მშვიდობა გავამყაროთ. მთავარი ძალა ასეთი წმინდა ურთიერთობისა არის სიყვარული რუსეთის, მშობლიური სახლის, ახლობლების და ოჯახის მიმართ. ეს ღირებულებები გვაერთიანებს ჩვენ დღესაც. ამისათვის გმირულად იბრძოდა ჩვენი ერი", -  განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ქვეყნის მთავარ სამხედრო პარადში, რომელიც წითელ მოედანზე გაიმართა,  მონაწილეობა მიიღო 11 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, 101-მა ერთეულმა საომარმა ტექნიკამ და 68 თვითმფრინავმა და სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენმა. პარადი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა სერგეი შოიგუმ ჩაიბარა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54