ეს არის არა შრომის, არამედ უმუშევრობის კოდექსი - გიორგი ვაშაძე

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 16:41

"ეს არის არა შრომის, არამედ უმუშევრობის კოდექსი",  -ამის შესახებ უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთ პირობებში ინვესტიციები შემცირდება და უმუშევრობა გაიზრდება.

"პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მსგავს პირობებში საქართველოში არათუ გაიზრება, არამედ შემცირდება ინვესტიციები, დაიხურება ბიზნესები და ჩვენ გაცილებით ცუდ მდგომარეობას, ცუდ პირობებს შევთავაზებთ ბიზნესს განვითარებისთვის, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნები. ეს საბოლოო ჯამში უმუშევრობის კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას გამოიწვევს", -განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე აცხადებს, სახელმწიფო ბიუჯეტს პირველ კვარტალში დაახლებით 80 მილიონი დააკლდა, ეკონომიკური ზრდა კი უკვე 1%-იანი ნიშნულით განისაზღვრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54