უსუფაშვილი კოალიციისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 17:00

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილი კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

მჟავანაძის განცხადებით, იმ დროს როცა ათეულ ათასობით უკანონოდ გასამართლებული საქართველოს მოქალაქე ელოდება საქართველოს კანონის  "მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შემნის თაობაზე’’ ამოქმედებას, რის შემდეგაც შესაბამისი კომისია 2003-2012 წლებში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვაზე დაიწყებს მუშაობას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ 2003-2012 წლებში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის პროექტს მხარს ვერ დაუჭერს.

"დავით უსუფაშვილის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად კოალიციის და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილთან. რადგან იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მალე დაიწყება უკაანონოდ გასამართლებული პირების საქმეების გადახედვა და სამართლიანობის პროცესის აღდგენაო, პარლამენტის თავმჯდომარე ღიად აცხადებს, რომ ის მხარს არ დაუჭერს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის პროექტს“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

მჟავანაძე უსუფაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლოს, არაადეკვატურსა და დაუსაბუთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ 200 ზე მეტი პოლიტპატიმრის არსებობით აღიარა, რომ ქვეყანაში სრული უკანონობა იყო. ამ ფონზე გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადება და როგორც ჩანს, უკანონოდ გასამართლებულები ამაოდ ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას.

„ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის გუნდის მმართველობის პერიოდში დავით უსუფაშვილის და რესპუბლიკური პარტიის განცხადებები იმის თაობაზე,რომ სასამართლო აღარ არსებობს და მართლმსაჯულება გადაიქცა რეპრესიების მექანიზმად. გვახსოვს წინასაარჩევნო დაპირებები სამართლიანობის აღდგენაზე. დღეს კი, თუ უსუფაშვილის სიტყვებით ვიმსჯელებთ, მას და მის გუნდს დარჩათ მხოლოდ განცდა,რომ ამ წლებში დიდი უსამართლობა იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველის ხალხის შეკვეთა იყო 2003-2012 წლებში არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა და არა 1907 წლიდან დაწყებული უკანონობის გასწორება, რაც შეუძლებელიცაა და არც არავის მოუთხოვია ,,ქართული ოცნებისთვის’’, - აცხადებს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55