ქართველ ვეტერანებს ლარსის პუნქტი ქართველმა მესაზღვრეებმა არ გადაალახვინეს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 16:32

ქართველ ვეტერანებს ლარსის სასაზღვრო პუნქტის გადალახვის შესაძლებლობა ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს,  - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა შოთა აფხაიძემ და ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წარმომადგენლებმა ირაკლი ყიფიანმა, გიორგი მდივანმა და ირაკლი უბილავამ გააკეთეს.

მათი თქმით, ქართველი ვეტერანები, დღევანდელი დღის აღნიშვნას რუს და ოს ომის ვეტერანებთან ერთად აპირებდნენ, თუმცა ლარსის ქართველმა მესაზღვრეებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

"ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში, დაგეგმილი იყო დიდი სამამულო ომის ოსი და ქართველი ვეტერანების საზეიმო შეხვედრა, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტმა შეათანხმა ქართველ ვეტერანებთან. რუსული მხარის თხოვნით საქართველოს ომისა და შრომის ვეტერანთა კავშირმა დიდი სურვილი გამოთქვა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ უზრუნველყავით ქართველი 20-კაციანი ჯგუფის შეხვედრა ოს ვეტერანებთან. ე.წ. ნეიტრალურ ზონაში. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, შს სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ. ჩავთვალეთ, რომ მათი დუმილი თანხმობის ნიშანი იყო, ამასთან რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტმა შესაბამისი თანხმობის წერილი გამოაგზავნა საქართველოს შსს-ში. როდესაც ვეტერანების დელეგაცია მივიდა ლარსის პუნქტზე, მათ არ მიეცათ საზღვრის გადალახვის საშუალება. სასაზღვრო პოლიციის გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი ძალიან შეწუხდა ამის გამო, თუმცა, მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა", -  განაცხადა შოთა აფხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45