ბიძინა ივანიშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 16:16

მინდა, მოგილოცოთ ეს დღე და განსაკუთრებით მივულოცო მათ, ვინც ყველაზე დიდი მოლოდინით ელოდება. გილოცავთ და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, -ასე მიმართა ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და სიტყვით გამოსვლისას, ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად განაგრძონ ცხოვრება.

"ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში, საქართველომ მასში უდიდესი მონაწილეობა მიიღო და უდიდესი დანაკლისიც განიცადა – ამ ომში ჩვენი 300 000-ზე მეტი თანამემამულე დაეცა. ჩვენმა თანამემულეებმა გამარჯვებამდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ძალიან ბევრი გმირი დაგვიბრუნდა, თუმცა უფრო მეტი უსახელო გმირი გვყავს. მინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ისევე როგორც ცივილიზებულმა სამყარომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვაკის პარკში ვეტერანებთან პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი მივიდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54