გიგი უგულავა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვებას ულოცავს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 16:13

თბილისის მერი გიგი უგულავა ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავს ომის მონაწილეებს ულოცავს. მერის მილოცვა facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული,  თბილისის მერია შეძლებისდაგვარად მუდამ ეხმარებოდა ვეტერანებს და მათზე ზრუნვა კვლავაც გაგრძელდება.

"ძვირფასო თბილისელებო, პატივცემულო ვეტერანებო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 68 წლისთავს.

საქართველოს მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში ჩვენი ისტორიის საამაყო ფურცელია. ვეტერანებზე ზრუნვა კი დღევანდელი თაობის მუდმივი ვალდებულებაა.

კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიყვარულით გილოცავთ ძვირფასო ვეტერანებო ამ დღეს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებას, რისთვისაც თქვენ თავის დროზე ყველაფერი გააკეთეთ", - ნათქვამია გიგი უგულავას მიმართვაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46