ერი, რომელიც თავისი ისტორიის შექმნაში მონაწილეებს პატივს არ სცემს, მომავალს ვერ შეიქმნის - კახა კალაძე

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 16:04

ჩვენმა ქვეყანამ, მეოცე საუკუნის უდიდეს ტრაგედიაში, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველაზე დიდი დემოგრაფიული დარტყმა მიიღო. ამის შესახებ,  facebook-ის საკუთარ გვერდზე ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე წერს.

 "არ არსებობდა ოჯახი საქართველოში, რომელსაც ომში დაღუპული ან მონაწილე არ ყოლოდა. ასევე ტრაგიკულია იმ ქართველების ბედი, რომლებიც მესამე რეიხის საშუალებით ვარაუდობდნენ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას სტალინური უღლისგან. ეს ამძაფრებს ამ ომის ტრაგიზმს. ჩვენ, ამ ქვეყნის ხელისუფლება, ვალდებული ვართ ამ ხანდაზმულ ადამიანებს სათანადო პატივი მივაგოთ ისე, როგორც ეს ყველა შემდგარ სახელმწიფოში ხდება. ის ქვეყანა, ის ერი, რომელიც თავისი ისტორიის შექმნაში მონაწილეებს პატივს არ სცემს – მომავალს ვერ შეიქმნის", - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45