რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 15:33

რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის აიყვანეს. მათ დაკავებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს. ოჯახის წევრების ცნობით, ვასილ სალამაშვილის დედა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ისინი ვარაუდობენ, რომ დაკავებული დედის სამახავად მიდიოდა. დაკავების ფაქტს მხარის გუბერნატორი, ზურაბ მხეიძე გამოეხმაურა და ინიციატივითაც გამოვიდა. ზურაბ ჩხეიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გუბერნიასთან კოორდინირებულად მუშაობას სთავაზობს. მისი აზრით, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად აუცილებელია სათანადო მოლაპარაკებების წარმოება.

ცნობისთვის, ქართველი მოქალაქის დაკავების ფაქტი ამ კვირაში უკვე მეორედ მოხდა. რუსმა სამხედროებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ ორი მოქალაქე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54