ზურაბიშვილზე პოლიტსაბჭოში საუბარი არ ყოფილა - ეკა ბესელია

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 15:19

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი განხეთქილებას არ გამოიწვევს და გადაწყვეტილება მშვიდ პირობებში იქნება მიღებული. ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კოალიციის სხვა წევრთა მსგავსად, მისთვის სავარაუდო კანდიდატები ცნობილია, თუმცა დეპუტატმა მათი ვინაობა არ გაამხილა.

ბესელიას თქმით, პრემიერს კარგი თვისება აქვს და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს. აქედან გამომდინარე, მისივე თქმით,  საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია.

"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად შესაძლო დასახელების შესახებ, ინფორმაცია მედიის საშუალებით გავიგე, ზურაბიშვილისგანაც მსგავსი განცხადება არ მსმენია და არც პოლიტსაბჭოში ყოფილა მის თაობაზე საჯარო განხილვა. ამ კანდიდატთან დაკავშირებით, პროცესი მოსაზრებების გაცვლის დონეზეა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53