ოთარ მეღვინეთუხუცესს შაბათს მარჯანიშვილის თეატრში დაასვენებენ

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 15:14

საქართველოს სახალხო არტისტს ოთარ მეღვინეთუხუცესს შაბათს,  8  საათზე,   მარჯანიშვილის   თეატრში  დაასვენებენ,  სადაც საზოგადოებას ექნება საშუალება გამოემშვიდობოს დიდ მსახიობს.

მსახიობს თეატრიდან კვირას, 3 საათზე გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდები მის საცხოვრებელ ბინაში 10-11 მაისს გაიმართება. 

გუშინ, გვიან ღამით 81 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ოთარ მეღვინეთუხუცესი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსახიობს 2006 წელს, მარჯანიშვილის თეატრის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45