As I Lay Dying-ის ვოკალისტი მეუღლის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის დააკავეს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 15:07

კალიფორნიაში, სან-დიეგოს  პოლიციამ  As I Lay Dying-ის ვოკალისტი ტიმ ლამბეზისი დააკავა, რომელსაც მეუღლის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი. ვოკალისტი მაშინ დააკავეს, როდესაც ის სავაჭრო ცენტრში კერძო დეტექტივს უნდა შეხვედროდა, რომელსაც ცოლის მკვლელობა შეუკვეთა. 

მკვლელობის დაგეგმვის შესახებ სან დიეგოს პოლიციაში 2 მაისს შეიტყვეს.  

პოლიცია მკვლელობის ორგანიზების მოტივებზე არ საუბრობს. თუმცა, ცნობილია, რომ 2012 წლის სექტემბერში ტიმ ლამბეზისმა განქორწინების შესახებ განცხადება  რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

წყვილი ნაშვილებ ეთიოპიელ სამ ბავშვს - ორ ქალიშვილსა და ერთ ვაჟს ერთად ზრდიდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44