ივანიშვილი პრემიერის რანგში, ქვეყნის მმართველად, სამუდამოდ დარჩენას აპირებს - შალვა ნათელაშვილი

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 15:14

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისკენ მოუწოდებს. როგორც შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სათავეში განსაზღვრული  ვადით მოსვლა არ სურს და წინა ხელისუფლების მიერ შეცვლილი კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრის ინტერესებში შედის.

"პრემიერი ივანიშვილი, ორვადიან პრეზიდენტობას თავს არიდებს, რათა პრემიერის რანგში, ქვეყნის მმართველად, სამუდამოდ დარჩეს. მივმართავ მას: იყარე კენჭი არჩევნებში, დამიჯექი პირდაპირ ტელედებატებში, რათა ხალხს პასუხი გასცე, თუ რატომაა, რომ მილიარდერი ლიდერის ქვეყანაში, ადამიანები შიმშილით, სიღატაკით, უიმედობითა და დეპრესიით კვლავ იხოცებიან", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53