ვანო მერაბიშვილი სახელმწიფოს ფულის გაფლანგვაში ბრალს სდებს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 15:09

მე ბრალს ვდებ დღევანდელ ხელისუფლებას 80 მილიონი სახელმწიფო თანხის გაფლანგვაში და მოვითხოვ, რომ ეს ფული დაუბრუნდეს ქართველ გლეხებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის " გენერალურმა მდივნმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა მხარს  უჭერს ყველა იმ პროგრამას, რომელიც მიმართულია სოფლის და საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის.

"ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში გვქონდა 1000-ლარიანი ვაუჩერი და ვფიქრობდით, რომ  ეს  მოხმარდებოდა სოფელს, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები, არ გაითვალისწინა ხალხის და,  მათ შორის, ჩვენი რჩევები. ჩვენ ვამბობდით,რომ გლეხებს ჰქონოდათ საშუალება ვაუჩერების ბანკში განაღდების და თავიდან ავიცილებდით ყოველგვარ გაუგებრობებს", - განაცხადა მერაბიშვილმა.

გენმდივნის განცხადებით,  შეზღუდვის დაწესებამ, მათი გამოთვლებით,  მინიმუმ 80 მილიონი ლარი დააკარგვინა ქართველ გლეხებს და ინიციატივით გამოდის, დაკარგული თანხიდან საშემოდგომოდ  თითოეულ ოჯახს 120-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდეს, რომლის განაღდება მათ ბანკებში შეეძლებათ. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45