IDFI-ი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 14:50

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მოთხოვნა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებზე გაცემული პრემიების შესახებ, კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

IDFI-ის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 29 მარტამდე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებზე ერთობლივად 330 000-ზე მეტი ლარის ოდენობის პრემიაა გაცემული. მათ შორის, კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პრემიის სახით 83 000 ლარზე მეტი აიღო 10 თვის განმავლობაში.

დროის ამავე მონაკვეთში კომისიის 108 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ 1 200 000-ზე მეტი ლარი შეადგინა.

ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული თვეების მიხედვით. მიღებული მონაცემები გამოიყურება შემდეგნაირად: როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 29 მარტამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრებზე ერთობლივად გაცემულია 331 307,5 ლარის ოდენობის პრემია: ირაკლი ჩიქოვანი (კომისიის თავმჯდომარე) – 83 823,5 ლარი სოფიო ბრიტანჩუკი (კომისიი წევრი) – 63 847,5 ლარი კარლო კვიტაიშვილი (კომისიის წევრი) – 63 847,5 ლარი აკაკი სიხარულიძე (კომისიის წევრი) – 55 941,5 ლარი ირაკლი მოსეშვილი (კომისიის წევრი) – 63 847,5 ლარი დროის ამავე მონაკვეთში, კომისიის აპარატის 108 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ შეადგინა 1 266 564,19 ლარი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრემიებზე გაცემული თანხები მოიცავს 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 29 მარტამდე პერიოდს, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე ვხვდებით 2013 წლის 2 აპრილის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრების პრემირების მიზნით გამოიყო 63 240 ლარი და კომისიის თითოეულ წევრს მიეცა პრემია ერთი თვის ხელფასის ოდენობით ანუ 15 810 ლარი. ამავე დადგენილებით, აპარატის თანამშრომლების პრემირებისთვის გამოყოფილი იქნა 218 962 ლარი.

IDFI-მ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აღნიშნული მოთხოვნით 2013 წლის 29 მარტს მიმართა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44