ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ვეტერანებს ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 19:45

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ქართველ ვეტერანებს ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება, რადგანაც მათ არ გააჩნდათ პასპორტები. საქართველოს და რუსეთის საზღვარზე არსებულ ნეიტრალურ  ტერიტორიაზე, დიდი სამამული ომის ოსი და ქართველი ვეტერანების შეხვედრა იყო დაგეგმილი. ევრაზიის ინსტიტუტმა ერთი თვით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა ამ ღონისძიების შესახებ და სთხოვა, დაეშვათ გამონაკლისი, რათა ვეტერანებს 2 საათით საშუალება მისცემოდათ თავიანთ თანამერძოლებს შეხვედროდნენ და ერთად გაეტერებინათ რამდენიმე საათი.

ევრაზიის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ პროცესში ერთ–ერთი უცხო სახელმწიფოს საელჩო ჩაერია და არასასურველად მიიჩნია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება.

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი, როგორც ამ ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და თანამონაწილე ორგანიზაცია, აღშფოთებას გამოთქვამს ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმდოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება კეთილგონიერებას გამოიჩენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორც სამამულო ომის ვეტერანების პატივისცემა და დაფასებაა.

9 მაისს, 13:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო პრაიმტაიმის საკონფერენციო დარბაზში, ევრაზიის ინსტიტუტი და ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი გამართავს ერთობლივ პრესკონფერენციას ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც სკანდალურად მხილებულნი იქნებიან ის დიპლომატიური ორგანიზაციები, რომელთაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიების ჩაშლის პროცესში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58