დავით უსუფაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 13:09

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატებთან ერთად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ვეტერანების ყოფა გაუმჯობესდეს და მათ ღვაწლი დაუფასდეთ.

"ჩვენ ვუერთდებით დემოკრატიული მსოფლიოს ზეიმს. ფაშიზმზე გამარჯვება ეს არ იყო ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაზე გამარჯვება, ეს იყო სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე და ამ საქმეში გაერთიანებული იყო მთელი ცივილიზებული მსოფლიო. ჩვენ ყოველ წელს, ამ დღეს ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც, ერთის მხრივ, თავი გაწირეს სამშობლოსთვის, მაშინ ჩვენი სამშობლო სხვა ქვეყნის ნაწილი იყო, მაგრამ ხალხი, ვინც თავი შესწირა ამ ომს, ისინი თავიანთ ქვეყანას იცავდნენ. სამწუხაროდ, ყოველ წელს, როდესაც აქ მოვდივართ, გასაგები მიზეზების გამო, სულ ცოტა და ცოტა ვეტერანი გვხვდება, ამიტომ, ვინც დღეს ჩვენს გვერდით არის, უნდა გავუფრთხილდეთ, ცხოვრება შევუმსუბუქოთ და ღვაწლი დავუფასოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55