მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჯავახიშვილის სტუდენტებს შეხვდება

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 13:00

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ თსუ-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდობის როლზე ისაუბრებს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.

შეხვედრაზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია sms.tsu.ge-ზე ან უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tsu.edu.ge/register.

რეგისტრაცია დასრულდება 9 მაისს, 00.00 საათზე.

რეგისტრირებული სტუდენტები 10 მაისს, 12.00 საათზე უნდა გამოცხადდნენ თსუ I კორპუსში და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55