ჩვენ ვართ გამონაკლისი მსოფლიოში, რომელსაც ჰქონდა 3 სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან - ირაკლი ალასანია

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 12:54

ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "პირველი არხის" ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

"არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ეს იყო დაპყრობითი ომი, აგრესიული სამხედრო აქცია და ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. ეს არის მიღებული ფაქტი, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო თანამგობრობისთვის.  რაც შეეხება შესწავლას,  თუ როგორ აწარმოა თავდაცვითი ოპერაციები საქართველომ, იყო თუ არა შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემა გამართული, რატომ ვერ მოხერხდა ევაკუაცია ჩვენი სოფლებისა ლიახვის ხეობაში. როდესაც ვიცოდით, რომ ასეთი საფრთხე არსებობდა, რატომ არ იმუშავა დიდი ხნის განმავლობაში მომზადების პროცესში მყოფმა რეზერვის სისტემამ, რატომ არ იმუშავა კავშირგაბმულობის სისტემამ. ეს არის ის შეკითხვები, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და ასეთ კვლევას ატარებს ყველა თავმოყვარე ქვეყანა და თავდაცვის სამინისტრო. ჩვენ ვართ გამონაკლისი მსოფლიოში, რომელსაც ჰქონდა 3 სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან და ერთხელაც არ ჩაუტარებია ასეთი კვლევა. შესწავლილი იქნება ყველა ასპექტი სამხედრო ბრძოლების წარმოების, შემდეგ ეს დაიდება დოკუმენტად, რომ მომავალმა ჯარისკაცებმა სამხედრო განათლების მიღების დროს იხელმძღვანელონ ასეთი კვლევით",- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45