ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 12:39

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. ოთარ მეღვინეთუხუცესს თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული. მსახიობი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი იყო.

დათა თუთაშხიას როლის განსახიერებისათვის მეღვინეთუხუცესს სახელმწიფო პრემიის ლაურიატის წოდება აქვს მიღებული. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი; ტოკიოს კინოფესტივალის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „იზიდი“; მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია; რუსთაველის სახელმწიფო პრემია; სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემია; რუსეთის თეატრალური სფეროსა და ბიზნეს სამყაროს პრემია „კუმირი“; რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია „თოლია“; მინიჭებული აქვს ასევე ღირსების ორდენი და სხვა.

მსახიობს კვირას, 12 მაისს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55