პრემიერმა საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ხუთშაბათი, 09 მაისი, 2013 - 12:24

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. ამის შესახებ პრემიერის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

 ნათქვამია. "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ მილოცვის ტექსტს:

"9 მაისი პაშიზმზე გამარჯვების დღეა,ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე კაცობრიობის ისტორიაში,ყველას გილოცავთ ამ დღეს.ფაშიზმის დამარცხებით კაცობრიობამ გაიმარჯვა ბარბაროსობაზე და ეს დღე იქცა უკლებლივ ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღედ და ყველა იმ ადამიანის კუთვნილებად,ვინც ამ ომში პაშიზმის წინააღმდეგ ერთნაირი თავდადებით იბრძოლა. საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ბრძოლაში, ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირულად იბრძოლეს ფაშიზმის წინააღმდეგ. საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა ამ ომში, მარტო ქერჩის ბრძოლებს 120 ათასი ქართველი შეეწირა, ჩვენს სამშობლოს ბევრი სახელოვანი გმირი ჰყავს და ბევრის თავდადება კიდევ დღემდე უცნობია. მინდა პატივი მივაგოთ გმირების უკვდავ სახელებს. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს ვეტერანებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენი, როგორც ცივილიზებული სახელმწიფოს ვალია განსაკუთრებით ვიზრუნოთ ჩვენს ვეტერანებზე, სათანადო პატივი მივაგოთ მათ, ყველა პირობა შევუქმნათ ღირსეული და დაფასებული ცხოვრებისთვის. სწორედ ამით იზომება ქვეყნის კულტურა - როგორ ექცევა იგი სამშობლოსთვის თავგანწირულ ადამიანებს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44