გრიბოედოვის სახელობის თეატრში II მსოფლიო ომის ვეტერანთა საზეიმო სხდომა გაიმართა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 17:30

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში II მსოფლიო ომის ვეტერანთა საზეიმო სხდომა გაიმართა. ღონისძიება სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 68 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საზეიმო სხდომას საქარველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 500 ვეტერანი დაესწრო. სამამულო ომის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეებმა პოლკოვნიკებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და არსენ ცუხიშვილმა.

ვეტერანებმა II მსოფლიო ომში ქართველების დამსახურებაზე ისაუბრეს. მათ ასევე, გაიხსენეს ომში დაღუპული თანამებრძოლები და ვეტერანთა პრობლემებზე ისაუბრეს.

საზეიმო ღონისძიება სპეციალურად ვეტერანებისათვის მოწვეულმა ანსამბლმა „ცეკვის აკადემიამ“ დაასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44