გიორგი თევზაძე თურქეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 23:08

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სტამბულში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის დღეების გამართვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. თევზაძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების გამართვა თურქეთის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯია, რომელიც ნამდვილად არ წაადგება ქართულ-თურქულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ოფიციალური თურქეთი გამოკვეთილად გაემიჯნება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის დღეების ღონისძიებასთან კავშირს და სამომავლოდ შექმნის სათანადო პირობებს იმისათვის, რომ არ შეიქმნას უხერხულობები ქართულ-თურქულ მეგობრულ ურთიერთობებში. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს ფაქტზე რეაგირებას და საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება ოფიციალური თურქეთის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,

სამომავლოდ აუცილებელი იქნება ოფიციალურმა თბილისიდან გასაგები მესიჯი მიიღონ მეზობელმა ქვეყნებმა, რათა თავიდან ავირიდოთ პროვოკაციები და ურთიერთობების გაუარესება. ასეთი მესიჯი შედის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების ინტერესებში”, - ნათქვამია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტამბულის ერთ-ერთ რაიონში გაიმართება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის დღეები, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოთარ სვიჟბა, აფხაზეთის კულტურის დე ფაქტო მინისტრი ბადრი გუნბა და სოხუმის მერი ალიას ლაბახუა მიიღებენ მონაწილეობას. აფხაზეთის კულტურის დღეები "კავკასიის დიასპორათა ფედერაციის", ქართალის მერიისა და სოხუმის ე.წ. მერიის თანამშრომლობით იმართება. აფხაზეთის კულტურის დღეების ფარგლებში ქართალის მოედანზე მოეწყობა მსვლელობა, ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, და სხვა ღონისძიებები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45