პრემიერ-მინისტრი ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ესტუმრა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 15:44

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის გახსნას დაესწრო. ლაბორატორიას რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა  იმ ღვაწლისთვის, რომელიც ამერიკელ სენატორს მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში მიუძღვის.

ბიძინა ივანიშვილმა ლაბორატორია დაათვალიერა და მის ტექნოლოგიებს გაეცნო. პრემიერმა უშუალოდ ლაბორატორიის თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ლაბორატორიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44