"ჩვენებურებით" აღფრთოვანებულმა ევროპელებმა განმეორებითი კონცერტების დაგეგმვა მოითხოვეს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 20:14

მიუნხენსა და ვარშავაში ანშლაგით გამართული კონცერტების შემდეგ, ევროპაში ანსამბლ „ჩვენებურების“ ტურნე გრძელდება. ტურნეს ფარგლებში ახალი კონცერტები   ნიურნბერგში, ბავარიის ალპებში რეგენსბურგში, ვროცლავში, რიგაში, ტალინში, ჰელსინკში, ციურიხში, ჰააგასა და ბრატისლავაში დაიგეგმა.

ქართული სიმღერითა და „ჩვენებურების“ შესრულებით აღფრთოვანებულმა ევროპელებმა შემოდგომაზე ანსამბლის განმეორებითი ტურნეს დანიშვნა მოითხოვეს.

ანსამბლის წევრის გიორგი სახოკიას ცნობით, ვარშავის კონცერტზე „ჩვენებურებმა“ რამდენიმე კომპოზიცია ადგილობრივ აფრო-პოლონელ მომღერალთან ერთად შეასრულეს და ეს კონცერტი იყო პირველი ეტაპი ახალი მუსიკალური პროექტისა, რომელიც საერთო კომპოზიციების ჩაწერას და ფესტივალების „ტრანსკავკაზია“ და „არტ-გენის“ ფარგლებში კონცერტების გამართვას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ევროპული ტურნეს დასრულების შემდეგ ახალი ალბომის ჩაწერას გეგმავენ, რომელიც „ჩვენებურებისა“ და მისი უცხოელი მუსიკოსი მეგობრების საერთო კომპოზიციების სრულად ჩაწერას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46