საქართველოში სამუშაო ვიზიტით თურქული კომპანიის „ჩალიკ ჰოლდინგი”-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 13:09

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით თურქული კომპანიის „ჩალიკ ჰოლდინგი”-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. დელეგაციას „ჩალიკ ჰოლდინგი”-ს შვილობილი კომპანიის „ჩალიკ ტექსტილის“ დირექტორი ხელმძღვანელობს.

მათ ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უწევს.

კომპანია დაინტერესებულია საქართველოში, ტექსტილის სექტორში ინვესტიციის განხორციელებით, კერძოდ დასავლეთ საქართველოში სამკერვალო საწარმოს დაფუძნება, რომელიც 600-მდე ადამიანს დაასაქმებს და სხვადასხვა ევროპული ტანსაცმლის ბრენდებს მოამარაგებს. „ჩალიკ ტექსტილი“-ს წარმომადგენლები დაათვალიერებენ მათი საწარმოსათვის შეთავაზებულ ადგილებს აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და იუსტიციის სახლის წარმომადგენლებთან, სადაც პოტენციური ინვესტორები გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებსა და პროცედურებს.

„ჩალიკ ჰოლდინგი“ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა თურქულ ბაზარზე და მისი აქტივები 6,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჰოლდინგი 15 ქვეყანის მასშტაბით ოპერირებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, სამშენებლო, საფინანსო, ტექსტილის წარმოება, მედია და ტელეკომუნიკაცია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45