შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 15:04

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვანო ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა თელავში, „ზუზუმბო"-ს ტერიტორიაზე, თანასოფლელი, 1987 წელს დაბადებული თენგიზ ჩ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, თუმცა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმალვაში მყოფი ვანო ა. დანაშაულის ჩადენიდან მეოთხე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს.

დანაშაულის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44