შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელში შეხვედრები გამართა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 13:55

ისრაელში შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თავის კოლეგას, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა.

დღესვე გაიმართა შეხვედრა ისრაელის კონტრტერორისტული ბიუროს ხელმძღვანელ ეითან ბენ-დევიდთან. საუბარი ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მაცხოვრის საფლავი მოინახულეს. მინისტრმა იად ვაშემის მუზეუმი დაათვალიერა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს შს მინისტრის შეხვედრები ისრაელის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრ გილად ერდანთან, უშიშროების მინისტრ იცჰაკ აარონოვიჩთან და ისრაელის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან.

ხელი მოეწერება მემორანდუმს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საგანგებო სიტუაციების დროს ურთიერთდახმარების მექანიზმების გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44