„ნატალი“ გაზაფხული-ზაფხულის თმის ვარცხნილობების უახლესი ტენდენციების ჩვენებას მართავს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 19:10

თბილისის მოდის კვირეულის სპონსორის, სილამაზის სალონთა ქსელ „ნატალის“ ორგანიზებით გაიმართება ტრენდ შოუ, სადაც ნაჩვენები იქნება 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის თმის ვარცხნილობების უახლესი ტენდენციები.

ღონისძიებაზე მოწვეულია ევროპის წამყვანი სტილისტი, PRADA, Gucci, Giorgio Armani, Fred Perry Versace, Dolce & Gabbana საპოდიუმო ვარცხნილობების შემქმნელი, უმსხვილესი ბრენდის Framesi-ის არტ დირექტორი ოსკარ ბროლისი. მასტერკლასს დაესწრებიან წამყვანი სტილისტები მთელი ქვეყნის მაშტაბით.

ოსკარ ბროლისი, როგორც მოდისა და სტილის კვლევის ასოციაციის ხელმძღვანელი, ეხმარება განვითარებად ქვეყნებს სტილისტთა პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში. იგი ყოველწლიურად ათობით სემინარ მასტერკლასს ატარებს მსოფლიოს ყველა კუთხეში.

ღონისძიება გაიმართება სასტუმრო "მარიოტში" 9 მაისს, 14:00–საათზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54