დავით უსუფაშვილი შრომის კოდექსში შესატან ცვლილილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომპრომისი მალე მოხდება

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 18:26

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ ფორმულირებების შეთანხმებასთან რომელიც ყველაზე უფრო ადეკვატურად ასახავს ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს, მეორე მხრივ , დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებს -ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა შრომის კოდექსზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის დახვეწა მიმდინარეობს. უსუფაშვილი აცხადებს, რომ კანონროექტში რამდენიმე საკითხი დამსაქმებელთან და დასაქმებულთან არის შესათანხმებელი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ამ საკითხზე ბევრი შეხვედრა მოხდა ბიზნესმენებთან და დასაქმებულთა უფლებების დამცველებთან. უსუფაშვილი ამბობს იმასაც, რომ მისთვის ამ საკითხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გასაგებია, რადგან ქვეყანას დღეს გაუმართავი შრომის კანონმდებლობა აქვს. "ჩვენ იმდენად გაუმართავი, იმდენად დისკრიმინაციული შრომის კანონმდებლობა გვაქვს დღევანდელი მდგომარეობით, რომ ეს საკითხი ყველს აღელვებს, ბევრს აღელვებს და ამიტომ არის ხოლმე ეს ემოციები"-აცხადებს უსუფაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45