საფრანგეთის სამართალდამცავებმა საერთაშორისო ძებნილი გელა ქავთარაძე დააკავეს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 18:30

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, 1971 წელს დაბადებული გელა ქავთარაძე დააკავეს. აღნიშნულ პიროვნებას ბრალად ყაჩაღობა, ბინაში შეღწევით თავდასხმა ედება, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს.1994 წლის იანვარში, ვახტანგ გვრიტიშვილმა, თანამზრახველებთან ერთად, ფულის გამოძალვის მიზნით, ნეშან მინასიანის შვილი ვაზგენ მინასიანი გაიტაცა, რომელიც მოგვიანებით, მშობლების მიერ 75 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. იმავე წლის თებერვალში, დამნაშავეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნეშან მინასიანმა მისი შვილის გამტაცებლების ვინაობის შესახებ შეიტყო. კვალის დაფარვის მიზნით, ვახტანგ გვრიტიშვილი, გელა ქავთარაძე და სხვა ბოროტმოქმედნი, ყაჩაღურად თავს დაესხნენ მინასიანების ოჯახს და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნეშან მინასიანი, ფლორა მინასიანი და ვაზგენ მინასიანი, ხოლო ამ უკანასკნელის დამ, გაიანე მინასიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. 2011 წლის 14 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გელა ქავთარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 2011 წლის 4 ნოემბრიდან იგი თბილისის ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45