ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების წვრთნა ძალოვანი უწყებების მონაწილეობითა და ხელშეწყობით ხდებოდა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 18:18

ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსა და ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც დაადასტურეს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო მოხსენებაში ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე გადმოცემული ინფორმაციის სიზუსტე.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ამის პარალელურად სახალხო დამცველს საყურადღებო ინფორმაცია მიაწოდა არაერთმა პირმა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც ასევე ადასტურებენ ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე სახალხო დამცველის მიერ საპარლამენტო ანგარიშში გადმოცემულ ფაქტებს.

"ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციების მიხედვით, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების საქართველოში ჩამოყვანა, მათი წვრთნა და აღჭურვა ხდებოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების ცალკეული მაღალი რანგის თანამდებობის პირების თანხმობით, მონაწილეობითა და ხელშეწყობით", -  აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45