ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაასახელებს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 18:13

ნუ ელოდებით, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატურის ვინაობა ცნობილი იქნება ივნისის ბოლოს ან ივლისზე ადრე, - ეს განცხადევა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა ნაციონალური  მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით "პირველი რადიო"-ს პრესკლუბში გააკეთა.

 მაჭავარიანის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად ნაციონალური მოძრაობა პრაიმერის ჩატარებას აპირებს და სწორედ ამის შემდეგ დასახელდება მათი კანდიდატი. მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ იქნება რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი, რომელთა შორისაც გამოიკვეთება ერთი, რომელიც "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს დაუპირისპირდება.

"ვფიქრობთ, ჩავატაროთ შიდა პარტიული არჩევნები პრაიმერის წინ ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის. ეს გაიმართება რეგიონებშიც და ჩვენ ვფგიქრობთ, რომ გაიმართოს იგივე სატელევიზიო დებატები ჩვენს კანდიდატებს შორის. ამას დაახლოებით ორი ან ორ თვენახევარი დასჭირდება, ამიტომ ნუ ელოდებით, რომ ჩვენი კანდიადტურის ვინაობა ცნობილი იქნება ივნისის ბოლოს ან ივლისზე ადრე", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44