გიორგი თევზაძემ სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 11:00

უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”თქვენი უფლებებისათვის” სპიკერმა გიორგი თევზაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა იმ პროცესებზე, რომელიც უკავშირდება საზოგადოების წინასაარჩევნო დაკვეთას, სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

”ბოლო პერიოდში, კოალიციაში შემოსული წერილების ფონზე, იკვეთება იმ პირთა არგუმენტირებული და საფუძვლიანი მოთხოვნები, რომლებმაც დაკარგეს ქონება და უსამართლოდ შეეზღუდათ უფლებები წინა ხელისუფლების არასამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში. ეს ეხება როგორც სისხლის საქმეთა, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. კოალიციის იურისტების მიერ შესწავლილი იქნა ცალკეული საქმეები, მათი განცხადებების საფუძველზე და წინასწარი შესწავლით იკვეთება განმცხადებლების არგუმენტირებული პრეტენზიები მათ მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებების შესახებ.

მაგალითისათვის კოალიცია ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ფაქტზე, კერძოდ კოალიციის მიერ შესწავლილი იქნა ალუდი კაპანაძის განცხადება გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე. ეს დავა უკავშირდება ქონებრივ დავას ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელიც არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის დავით მესხიშვილის დედა ქეთევან მოსემღვდლიშვილი. ბევრ კითხვებს ბადებს არა ნათესაური კავშირი, არამედ გამოკვეთილად მიკერძოებული დამოკიდებულება სასამართლოს მხრიდან დავით მესხიშვილის დედის სასარგებლოდ, თანაც გადაწყვეტილების მიღება დავით მესხიშვილის გამგებლობის პირობებში. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ალუდი კაპანაძის წინააღმდეგ ტენდენციური დამოკიდებულებით გამოირჩევა არა მარტო სასამართლო,. არამედ საჯარო რეესტრის ტერიტორიული ორგანო, რომლის მიერ მიღებულია საეჭვო გადაწყეტილებები ალუდი კაპანაძის ქონებრივი ინტერესებს საზიანოდ და ქეთევან მოსემღვდლიშვილის სასარგებლოდ, რომელიც გამოძიების შესწავლის თემაა და ასევე ტელეკომპანია ”ტვ 9”-ზე გასული სიუჟეტი, რომელიც უკავშირდება მოწმის ჩვენებას ალუდი კაპანაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულებაზე, რომელიც ასევე გამოძიების შსწავლის საგანს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს რეაგირება მიუხედავად ალუდი კაპანაძის მხირდან შესაბამისი უწყებებისადმი არაერთი წერილობითი თხოვნისა, დრემდე რეაგირების გარეშე რჩება, საინტერესოა ის გარემოება, რომ ალუდი კაპანაძის წინაარმდეგ მოქმედებები წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო, თუმცა რატომღაც არც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან იგრნობა მცდელობა საქმის ობიექტურ შესწავლასა და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებაზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია სამოქალაქო დავას იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო, ხოლო მოწმეზე იძულებისა და საჯარო რეესტრის საეჭვო მოქმედებების შესწავლა დღემდე საეჭვოდ ჭიანურდება. ამ ფაქტებზე კოალიცია განახორციელებს შესაბამის რეაგირებას და მონიტორინგს ალუდი კაპანაძის უფლებების დაცვის მიზნით. ანალოგიური უსამართლო გადაწყვეტილებების მსხვერპლია საგარეჯოს მკვიდრი გიორგი ჯაფოშვილი, რომელსაც ფაქტობრივად ჩამოართვეს საკმაოდ სოლიდური ქონება, წინა ხელისუფლების პირობებში, დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე. ქონების ”ჩამორთმევის” პროცეში განსაკუთრებით აქტიურობდა დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობით. კოალიცია სრულად არის ინფორმირებული გიორგი ჯაფოშვილის მიმართ განხორციელებული უსამართლო გადაწყვეტილებების შესახებ და გეგმავს შესაბამის რეაგირებას სათანადო კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყებების მიმართ, გიორგი ჯაფოშვილის კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ მიზნით დაიგეგმება შეხვედრები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან გიორგი ცაგარეიშვილთან და გარემოს დაცვის მინისტრთან ხათუნა გოგალაძესთან.

ზოგადი ანალიზი ტოვებს საფუძვლიან ვარაუდს მასზედ, რომ კოჰაბიტაციის პროცესი ხომ არ წარმოადგენს გარვკეულ შემაფერხებელ ფაქტორს საზოგადოების დაკვეთის შესრულებისა და სამართლიანობის ადგენის პროცესში. წარმოდგენილ და სხვა ანალოგიური შინაარსის საქმეებზე ხელისუფლების ობიექტური რეაგირება იქნება ტესტი ახალი ხელისუფლებისათვის და იმის მანიშნებელი, რომ მოქმედი ხელისუფლება გაემიჯნა წინა ხელისუფლების უკანონო პრაქტიკას, რისი იმედსაც საზოგადოება იტოვებს. კოალიცია კი გააგრძელებს ამ საკითხის საზოგადოებრივ მონიტორინგს და შედეგებზე საზოგადოების ინფორმირებას”, - ნათქვამია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44