კასპში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პრობლემა მწვავედ დგას

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 17:54

"ქართული ოცნების" წევრმა, მარეხ ყამბეგაშვილმა, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სახელმწიფო კანცელარიაში, პრემიერის სახელზე წერილი შეიტანა. წერილში ყველა იმ დარღვევაზეა მითითებული, რომელიც კასპის რაიონში ხდება.

  მარეხ ყამბეგაშვილის თქმით, კასპის რაიონში, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პრობლემა მწვავედ დგას. მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრებსა და აქტივისტებს, აღნიშნული ბარათები შეგნებულად არ დაურიგეს.

"ქართული ოცნების" წევრებს და აქტივისტებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები არ მოგვცეს. ბარათების გაცემასთან დაკავშირებით, სხვა პრობლემებიც არსებობს. არავინ იცის, მაგალითად, სად არის იმ ეთნიკურად ოსი ოჯახებისთვის განკუთვნილი ბარათები, რომლებიც უკვე წლებია, საქართველოში აღარ ცხოვრობენ. როდესაც ბარათები არ დაგვირიგეს, საკრებულოს მივმართეთ. იქ კი გვითხრეს, ოლეგ იაძე გამგებლად არ გინდათ და პასუხიც სხვას მოსთხოვეთ, სადაც გინდათ იჩივლეთო", - განაცხადა მარეხ ყამბეგაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45