ნოდარ ხადური სტამბულში EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 17:27

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.  ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სტამბულში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმში.

ყოველწლიური შეხვედრის მიმდინარეობისას დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველის სიტყვით გამოსვლა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti), EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს საბანკო საკითხებში ფილიპ ბენეტს (Philip Bennett). 

ნოდარ ხადური ასევე შეხვდება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წარმომადგენლებს, ტაივანის დელეგაციას. გაიმართება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ევროპისა და აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯეფ ბეიკერთან (Jeff Baker)

დაგეგმილია ნოდარ ხადურის ორმხრივი შეხვედრები „დოიჩე ბანკის“ (Deutsche Bank) და „სითიჯგუფის“ (Citigroup), ასევე ჟურნალ „ევრომანის“ (Euromoney) გამომცემელთა ჯგუფის წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51