მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 17:02

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საშუალებით ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  პრეზიდენტის თქმით, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ყურადღებას ადევნებს ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესს, ამავე დროს მაქსიმალურად თავს იკავებს აზრის გამოთქმისაგან, ვინაიდან, მისივე თქმით, სიმართლე საბოლოო ჯამში მიუკერძოებელმა მოსამართლემ უნდა დაადგინოს.

"თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ გარემოებას, რომ გუშინ იმ მოქალაქემ, რომლის ცემის ბრალდებით დაჩქარებული წესით დააპატიმრეს ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, სასამართლოში განაცხადა, რომ ამ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ის საერთოდ არ ყოფილა ახალაიას კაბინეტში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი საქმეების ყველა დეტალისადმი დიდი სიფრთხილით და გულისყურით მოპყრობა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს სასამართლო საქმე, მისი მიმდინარეობა და შედეგები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი იქნება იმისა, ბოლოს და ბოლოს შედგება თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო. წინა წლებში ჩვენ შევქმენით სასამართლოს დამოუკიდებლობის სერიოზული ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები, თუმცა, რა თქმა უნდა საქმე ბოლომდე არ იყო მიყვანილი, ვინაიდან ნამდვილი დამოუკიდებლობა პრაქტიკით ყალიბდება და არა ფორმალური ნორმებით. ამიტომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სასამართლოს გასაძლიერებლად და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი სამართლებრივი დაცვისათვის", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54