დუისში "ლაფანყურის სპეცოპერაციის" დროს დაღუპული სამი ჩეჩენის ცხედარს ექსგუმაცია ჩაუტარდა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 16:08

დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში "ლაფანყურის სპეცოპერაციის" დროს დაღუპული სამი ჩეჩენის ცხედრის ექსგუმაცია დასრულდა. გამომძიებლებმა დუისის სასაფლაოდან ექსპერტიზისთვის დაღუპულების ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ მახაკაშვილის ცხედრები ამოიღეს.

დუისის სასაფლაოზე გვამების ექსგუმაციის დროს სოფლის მოსახლეობა იყო შეკრებილი. ადგილობრივების განცხადებით, ცხედრებს ძველი ხელისუფლების პირობებში ექსპერტიზა არ ჩატარებიათ და დღეს საგამოძიებო მოქმედებები სწორედ გარდაცვლილების ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

დაღუპული ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ სიმართლის დადგენა აინტერესებთ და არ სურთ, რომ აპატიონ ასეთი "უდანაშაულო ბალღების ჩახოცვა". მათ ასევე სახალხო დამცველსაც მიმართეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დაწყების მოთხოვნით.

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს 7 ჩეჩენი დაიღუპა რომელთაგან 3 პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. სპეცოპერაციის დროს დაღუპული სხვა პირების საფლავებს, საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, მომდევნო დღეებში გახსნიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44