მოსკოვის პოლიციამ კავკასიური წარმომავლობის სამ ახალგაზრდაზე თავდასხმის მონაწილეები დააკავა

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 16:20

აღდგომის ღამეს მოსკოვის გარეუბანში საქართველოს მოქალაქის ცემისა და აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, რამდენიმე საათის წინ მოსკოვის პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პნევმატური პისტოლეტები და სხვადასხვა ტიპის ტაბელური იარაღის ოცდაათამდე ვაზნა. დაკავებულთა დაკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სამართალდამცავები ჩხუბის მიზეზებს ადგენენ.

დაკავებულები აღდგომის ღამეს კავკასიური წარმომავლობის სამ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, გამჭოლი ჭრილობებით დაშავებული ქართველი მოსკოვის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ვინაობა არ სახელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44