თენგიზ გუნავას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 15:50

თბილისის საქალაქო სასამართლოში თენგიზ გუნავას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დაცვის მხარის მოთხოვნით, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციიდან გამომდინარე, სხდომა დაიხურა. პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე იკითხება.

ასევე, მოხდება მტკიცებულებების გაცნობა. დღეს სასამართლო ბრალდების იმ ეპიზოდზე მსჯელობს, რომელიც თენგიზ გუნავას შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება.

მოწმის დაკითხვის შემდეგ დაცვის მხარე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და თენგიზ გუნავასთვის დევნის შეწყვეტის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45